ინფო-ტური ქედაში - აჭარაში შიდა ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციის კამპანია

30 ივნისს, „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისა და ექსპერტებისთვის, ინფო-ტური გაიმართა, რომელშიც აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA)  წევრები მონაწილეობდნენ.

ინფო-ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მრავალი საინტერესო ტურისტული ადგილი მოინახულეს:

  • მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი,სადაც ასევე ორგანიზებული იყო რაფტინგი.
  • ზენდიდის ციხე - სადაც „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა” დაგეგმილი საქმიანობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა
  • გლამფინგი სოფელ დანდალოში
  • ჭიბონის დამზადების მასტერკლასი
  • ღვინის დეგუსტაცია ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანში
  • ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასი მახოს მარანში და შემაჯამაბელი ვახშამი ანსამბლ ,,ელესას" ძირძველი აჭარული სიმღერების ფონზე  


ინფო-ტურის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და არსებული კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ხორციელდება.

ინფო-ტური ქედაში, შედეგები
Previous

ინფო-ტური ქედაში, შედეგები

Leave review
აჭარის ა.რ.ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) დ...
Read More
ინფო-ტური ქედაში, შედეგები
Next

ინფო-ტური ქედაში, შედეგები

Leave review
აჭარის ა.რ.ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) დ...
Read More
Яндекс.Метрика