ინფო-ტური „გააცოცხლე გურია“

28 ივნისს „გურიის ტურიზმის ასოციაციის“ (TAG) ორგანიზებით ჩატარდა ინფო-ტური გურიის რეგიონში.  აღნიშნულ ღონისძიებაში TIFA-ს (აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია) წევრებიც მონაწილეობდნენ.

გურიის რეგიონი მნიშვნელოვან ტურისტული პოტენციალს ფლობს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოყენებული და არათუ უცხოელი ტურისტებისთვის, შიდა ტურისტების და ქართული ტურკომპანიებისთვისაც ნაკლებად ცნობილი რეგიონია.

აღნიშნული ინფო-ტურის მიზანი იყო მოცემულ რთულ ვითარებაში გურიაში არსებული ტურისტული ობიექტების/ადგილების პოპულარიზაცია და ტურ-კომპანიებისთვის  გურიის ტურისტული პოტენციალის (ეკო/აგრო ტურიზმის მიმართულება) გაცნობა.  მსგავსი ინიციატივები კერძო სექტორის მხრიდან მნიშნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ეს ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე. 

ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში შემდეგი ტურისტული ობიექტების მონახულება მოხდა:

  • „ვაშლები“ - მდინარე ბჟუჟის პირას არსებული კემპინგ/პიკნიკ ადგილი (გურიის კაიაკინგის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი) -  ტურის მონაწილეებს გააცნეს აღნიშნულ ადგილთან დაკავშრიბით სამომავლო გეგმები და გაიმართა თაფლის არაყის, ფიჭის და ინოვაციური ჩაის პროდუქტების დეგუსტაცია 
  • მენაბდეების მარანი / გესთჰაუზი -  ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს  არსებული გესთჰაუზი, გურული ეზო თავისი საინტერესო ეთნო-ინფრასტრუქტურიტ და ვენახები.  ასევე შედგა ჩხავერის ღვინის დეგუსტაცია 
  • ჩაის დეგუსტაცია კომპანია „ნაგომარში“ - ნატურლური და ბიოლგიურად სუფთა პროდუქტის/ჩაის მწარმოებელი სოფ. ნაგომარში.
  • შარაშიძეს მარანი (ბუკისციხე) - ტურის მონაწილეებმა მოინახულეს აქ არსებული გესთჰაუზი და დააგემოვნეს  ნაკლებად ცნობილი ძალიან საინტერესო გურული ღვინოები (საკმიელა, სხილათუბანი, ჩხავერი და ა.შ.)
  • ინფო ტურის ბოლო ლოკაცია იყო სკიჯის სახლი (დაკა ბერძენიშვილი)  - გურული სამზარეულოდ დეგუსტაცია


ინფოტური საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეებისთვის და კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გურიის და აჭარის რეგიონს შორის ტურიზმის განვითარების კუთხით თანამშრომლობის აუცილებლობა. რამდენადაც აჭარის რეგიონი  ამ ეტაპზე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას ქვეყანაში, თუ მოხდება იქ ჩასული ტურისტების   დაინტერესება გურიის ტურისტული ლოკაციებით (მაგ: 1-2 დღიანი ტური) ეს საგრძნობლად გაზრდის გურიაში ტურისტების რაოდენობას.  შესაბმისად ძალიან მნიშვნელოვანია გურიის ტურისტული პროდუქტების და ტურისტული ლოკაციების ინტეგრირება აჭარის ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ტურ-პროდუქტებში და ერთობლივი პრომოუშენი/მარკეტინგი. მით უმეტეს, გურიაში არსებულ ეტაპზე უკვე არის საკმაო რაოდენობის ტურისტული ობიექტი (ღვინის მარნები, ჩაის საწარმოები, გესთჰაუზები და ა.შ.) და შესაბამისად შესაძლებელია საინტერესო ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა.

ინფო-ტური განხორციელდა „გურიის ტურიზმის ასოციაციის“ (TAG) ორგანიზებით და მონაწილეობდნენ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ (GTIA), „აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის“ (TIFA), საინიციატივო ჯგუფ „გააცოცხლე გურია“ / RAGG წარმომადგენლები. 



პეტრას ციხის საპრეზენტაციოდ გახსნა

პეტრას ციხის საპრეზენტაციოდ გახსნა

Leave review
აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის (TIFA) წევრმა გიდებმა, საინფორმაციო ტ...
Read More
ახალი გუნდის წევრების მიღება

ახალი გუნდის წევრების მიღება

Leave review
ახალი გუნდის წევრების მიღება უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე....
Read More
აღმოაჩინე საქართველო

აღმოაჩინე საქართველო

Leave review
აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრე...
Read More
ნოემბერი 2021
ორშ
სამშ
ოთხშ
ხუთშ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Яндекс.Метрика